აზარტული თამაშები

კანონპროექტით თქვენი ოჯახის წევრისთვის კაზინოში შესვლის აკრძალვა შეგეძლებათ

Reuters

პარლამენტში მთავრობიდან შესულია აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში "აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრი" უნდა შეიქმნას. რეესტრში შესულ პირებს კაზინოებში/ტოტალიზატორებში აღარ შეუშვებენ.

კანონპროექტში განმარტებულია ის მექანიზმი, რომლითაც პირები აღნიშნულ რეესტრში შევლენ. 

როგორ ხდება პირის "აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში" დარეგისტირება:

  1. (ნებაყოფლობითი) მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვის დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა.
  2. (არანებაყოფლობითი) ოჯახის წევრი არის უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

რეესტრს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეადგენს და მასში პირები 3 წლის ვადით იქნებიან შეყვანილი.

ამავე კანონპროექტით 21 წლამდე პირებისთვის აზარტული თამაშები სრულად იკრძალება.

რა ზომისაა საქართველოს აზარტული თამაშების ინდუსტრია:

2016 წელს კაზინოებისა და ტოტალიზატორების დეკლარირებულმა ბრუნვამ 4.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს 2015 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამ 4.3 მილიარდი ლარიდან ტოტალიზატორებზე 850 მილიონი მოდის, დანარჩენი კი ონლაინ-კაზინოებისა და რეალური კაზინოების შემოსავლებია.

აზარტული თამაშების სექტორში 138 ბიზნესი მონაწილეობს, ისინი 6.5 ათას ადამიანს ასაქმებენ.

21 წლამდე პირებისთვის კაზინოში/ტოტალიზატორში და ონლაინ-კაზინოში თამაშის უფლების აკრძალვა სავარაუდოდ აზარტული თამაშების სექტორს მომხმარებელთა ნაწილს იძულებითი წესით დააკარგვინებს.

კომენტარები