საკონსტიტუციო ცვლილებები

ჭიაბერაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარემ კარი მოუჯახუნა ყველა ოპოზიციურ პარტიას

პარლამენტის თავმჯდომარემ კარი მოუჯახუნა ყველა ოპოზიციურ პარტიას და თქვა, რომ ჩვენ განსაზღვრული გვაქვს უკვე რა უნდა მივიღოთ, ამიტომ კომისიაში საუბარს, დიალოგს, არგუმენტაციას აზრი დაუკარგეს. ასევე ჩვენ წინა კომისიაში ვნახეთ, რომ ისინი კომისიის შიგნით ან საჯარო განხილვებზე ლაპარაკობდნენ ერთს, მაგალითად ამბობდნენ, რომ 2020 წელს ქვეყანა გადავა პროპორციული სისტემით არჩევნებზე და ბოლო მომენტში მერე ცვლიან საკვანძო საკითხებს. ატყუებენ არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ ვენეციის კომისიაც კი გაკვირვებული დარჩა და იმედგაცრუებული საბოლოოდ.

განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე.

კომენტარები