აშშ-იაპონია

ტრამპს და შინძო აბეს პიკო ტარო Pen-Pineapple-Apple-Pen-ს შეუსრულებს

tokyoweekender

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიაში იმოგზაურებს და მომდევნო ორშაბათს იაპონიის პრემიერმინისტრს, შინძო აბეს შეხვდება. გავრცელებული ცნობით, ვახშამზე მათთვის პიკო ტარო თავის ჰიტს, Pen-Pineapple-Apple-Pen (PPAP) შეასრულებს.

პიკო ტაროს, რომლის ნამდვილი სახელი კაზუჰიტო კოსაკაა, ჰიტმა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე სიტყვისაგან შედგება და რომლის ჩაწერაც 900 აშშ დოლარამდე დაჯდა, გასული წლის ნოემბრიდან მილიონობით ნახვა დააგროვა და ჩარტების სათავეებში მოექცა.

ტრამპი იაპონიაში ვიზიტისას იაპონიის პრემიერმინისტრთან და მსოფლიოს მეოთხე ნომერ ჰიდეკი მაცუიამასთან ერთად გოლფს ითამაშებს .

ის ასევე შეხვდება იმპერატორს და ცივი ომის პერიოდში ჩრდილოეთ კორეის მიერ გატაცებული იაპონელების ოჯახებს.

კომენტარები