დონალდ ტრამპი

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის კრიზისის გადაჭრაში ჩინეთი გვეხმარება, რუსეთი ხელს გვიშლის

AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის პროცესში რუსეთის პოლიტიკა ამერიკის მცდელობებს ხელს უშლის, ხოლო ჩინეთი პირიქით, ხელს უწყობს.

"ჩინეთი ეხმარება აშშ-ს და შესაძლოა რუსეთი სხვა გზით მიდის და აიზანებს ჩვენს მცდელობებს." თქვა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით ჩრდილოეთ კორეის კრიზისის გადაჭრა უფრო მარტივი იქნებოდა აშშ-ს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობები რომ ჰქონდეს.

ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბარში სხვა თემებთან ერთად ჩრდილოეთ კორეის საკითხიც განიხილა.

კომენტარები