რუსეთი

მოსკოვში ნაცემი ოპოზიციონერი აქტივისტი გარდაიცვალა

svoboda.org

მოძრაობა „სოლიდარობის“ აქტივისტი ალექსეი სტროგანოვი 24 ოქტომბერს, მოსკოვში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ თვითერის ოფიციალურ გვერდზე მოძრაობის ლიდერი ილია იაშინი წერს.

რუსული მედიის ცნობით, სტროგანოვი საავადმყოფოში ორი თვით ადრე მოხვდა, როცა უცნობმა პირებმა სცემეს და თავის არეში რკინის საგნით ღრმა ჭრილობა მიაყენეს. სტროგანოვი ორი თვის განმავლობაში იყო კომაში და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ორი თვის წინ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება გაურკვეველ ფაზაშია. უცნობია, რა მოტივით და ვინ დაესხა მაშინ თავს ოპოზიციონერ აქტივისტს.

კომენტარები