კრიმინალი

საბერძნეთში 35 ბინის გაქურდვისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

REUTERS

საბერძნეთში უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის, ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი - 1986 წელს დაბადებული ო. დ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხთვიან ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებაში საქართველოს შსს და საქართველოს პოლიციის ატაშეც მონაწილეობდნენ. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ო. დ., თავის ოჯახის წევრთან - ზ.ხ.-სთან და თანამზრახველებთან - გ.მ.-სთან, ს.ს.-სთან და გ.გ.-სთან ერთად, წინასწარ არჩევდა გასაქურდ ბინებს. ბრალდებულები მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას აღნიშნული ბინების შესახებ, ქურდავდნენ მათ და მოპარულ ნივთებს ყიდდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთის რესპუბლიკაში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდული" - აცხადებს შსს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების სახლების ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს (საბერძნეთის სსკ-ს 372-ე და 374-ე მუხლებით).

კომენტარები