ავღანეთი

ავღანეთში ტერორისტულ თავდასხმას 12 ადამიანი შეეწირა

google maps

ავღანეთის ქალაქ გარდეზში პოლციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი 12 და დაშავებულია 60 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები.

თავდასხმა დანაღმულ მანქანაში მყოფმა თვითმკვლელმა ტერორისტმა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა მოაწყვეს. მოკლულია ორი თავდამსხმელი.

სამიზნეს სამმართველოსთან არსებული ცენტრი წარმოადგენდა, სადაც პოლიციელების წვრთნები მიმდინარეობდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

კომენტარები