მარილია და მათეუს პიერონის ქორწილში დაუპატიჟებელი სტუმარი - უსახლკარო ძაღლი გამოჩნდა. ფიცის დადებისას ძაღლს პატარძლის კაბაზე ეძინა. წყვილმა გადავყწიტა, რომ ცხოველი ქორწილში დარჩენილიყო.
"ეს სიურპრიზი იყო ჩემთვის, რადგან ძალიან მიყვარს ცხოველები"- თქვა მარილია პიერონმა.
მოგვიანებით წყვილმა გადაწყვიტა, რომ ძაღლი სახლში წაეყვანათ, თუმცა, ვეღარ იპოვეს. ერთ კვირიანი ძებნის შემდეგ პიერონებმა ძაღლი ქუჩაში იპოვეს და სახლში წაიყვანეს.