შინაური ცხოველები

4-მა კომიტეტმა შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტს მხარი 1-ლი მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტში შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტს ოთხივე კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარადგინა. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, განხილვას ცხოველთა უფლებადამცველებიც ესწრებოდნენ. 

კომენტარები