ვენესუელა

ვენესუელის რეგიონულ არჩევნებში მადუროს პარტიის გამარჯვებას ოპოზიცია აპროტესტებს

EPA

ვენესუელის მთავრობის მტკიცებით ქვეყანაში გამართული რეგიონული არჩევნების შედეგებით 23 გუბერნატორიდან 17 სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი იქნება.

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ეს ჩავიზმის გამარჯვებად შეაფასა, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები გააყალბეს, რადგან არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკითხვებში მადუროს პარტიას მხოლოდ 20%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს 150-მდე ადამიანის სისცოცხლე შეეწირა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და ქვეყანაში საკვებისა და მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

გასულ წელს ოპოზიციის მიერ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ნიკოლას მადურომ ქვეყნის პარლამენტს საკანონმდებლო უფლებები ჩამოართვა და მისი მხარდამჭერებით დაკომპლექტებულ "საკონსტიტუციო ასამბლეას" გადასცა.

კომენტარები