სომალი

სომალის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

სომალის დედაქალაქში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

პირველი აფეთქებიდან ორი საათის შემდეგ მოგადიშოს სხვა ნაწილში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რასაც ორი ადამიანი შეეწირა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარები