საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: რწმენის თავისუფლების საბაბით 200 ადამიანის რეკრუტირება მოხდა

აქ არის გარკვეული საკითხები გასათვალისწინებელი, მათ შორის ისიც, რომ რწმენის თავისუფლება საქართველოში, ონკრეტულ კუთხეებში, გამოიყენებოდა საბაბად იმისათვის, რომ მომხდარიყო საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება. 200 ასეთი ადამიანის რეკრუტირება მოხდა სწორედ რწმენის თავისუფლების საბაბით. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს იყო საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერი აისახა კონსტიტუციის შესაბამის მუხლში. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, რომ განვავრცოთ კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია იმ მუხლის, რომელიც ეხება რწმენის თავისუფლებას.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას. ცნობისთვის, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები რწმენის თავისუფლების ნაწილსაც ეხება.

კომენტარები