ქალბატონო ანა, მართლა ძალიან მიკვირს და იქნებ მეც ამიხსნათ, როგორ ვერ შეამჩნიეთ, რომ ეს ხუთი პარტია ცალ-ცალკე არიან?! არ ადევნებდით თვალყურს პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორი მძლავრი პარტები არიან? ეს არის რეალური კოალიცია. რატომღაც გამორჩათ მათ და მე მინდა გითხრათ, მეექვსე პარტიაც აქვთ, ”კლდეკარის პარტია”, ლიპარიტ ბაღვაში - აჯანყებული კახა ოქრიაშვილი ჰყავთ. ოღონდ დიდი ლიპარიტია ის, რომელიც არ დამარცხებულა. კითხვა მაქვს თქვენთან სერიოზული, რაიმე დისკუსია ან დიალოგი ხომ არ ყოფილა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ვიდრე მმართველი უმრავლესობა საჯაროდ წაგიყენებდათ პირობებს, თუ როგორი ვეტო უნდა დაედო პრეზიდენტს? ხომ არ უსაუბრიათ თქვენთან ამაზე, ვიდრე საჯაროდ წაგიყენებდნენ პირობას?
tbl.ge/2k2j
დაკოპირდა

ამ კითხვით გიგა ბოკერიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს მიმართა. პარლამენტში კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
ამავე თემაზე
- კობახიძე: სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია, იყოს მაღალი საარჩევნო ბარიერი
- კობახიძე: პროპორციულის საკითხი დახურული არაა, წინაპირობაა, რომ თუნდაც ბოიკოტი მოხსნან
- კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება ბევრ რამეზეა დამოკიდებული
- კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე: ეს იყო კავკასიური ცარცის წრე
- იან კელი კობახიძეს: ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას