ბიძინა ივანიშვილი

მერიამ 1900 კვადრატული მეტრის ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი სოლოლაკში
telegraph.co.uk

თბილისის მერიამ პუშკინის სკვერთან მდებარე 1900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. საკითხი თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. 

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში ივანიშვილის კომპანია "თბილისი სითი" 1 ლარად მიიღებს ამ მიწის ნაკვეთს. საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით ტერიტორიაზე მიწისქვეშა ავტოსადგომი უნდა მოეწყოს.

29 სექტემბერს ტერიტორიისთვის განაშენიანების სტატუსის ცვლილებას მხარი თბილისის საკრებულომ დაუჭირა. საკითხის განხილვის გადადებას საკრებულოსგან ოპოზიციური პარტიები მოითხოვდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სხდომათა დარბაზში საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ელენე ხოშტარიას, ზაალ უდუმაშვილსა და სხვა ოპოზიციონერებს ტერიტორია ძალით დაატოვებინეს.

კომენტარები