არასრულწლოვანზე ძალადობა

არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

რუსთავში, 12 წლის გოგოს ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, არასრულწლოვანს 40 წლამდე მამაკაცი იმ დროს დაესხა თავს, როცა ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა გოგო სარდაფში ძალით ჩაიყვანა, თუმცა ყვირილის ხმაზე მეზობლები გამოვიდნენ და თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

კომენტარები