პანორამა თბილისი

ივანიშვილის კომპანია პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემას მოითხოვს

ტაბულა

თბილისის საკრებულო განიხილავს ბიძინა ივანიშვილის კომპანია "შპს ოლდ სიტი დეველოპმენტის" განცხადებას მისთვის თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერის 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის თაობაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" სასტუმროს ობიექტის მშენებლობაა დაგეგმილი. 

საკრებულოს უმრავლესობა ივანიშვილის კომპანიისთვის ამ ტერიტორიის გადაცემის მომხრეა, რადგანაც საინვესტიციო ვალდებულებით კომპანია ტერიტორიაზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემას ითხოვს. 

საკრებულოს ოპოზიცია ივანიშვილისთვის ამ ტერიტორიების გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

დღეს 14:00-ზე საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც უნდა გადაწყდეს შეიცვლება თუ არა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ზონალური სტატუსი. სტატუსის ცვლილების შემდეგ ივანიშვილის კომპანიას ამ ტერიტორიის შესყიდვა შეეძლება.

თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29.7 ჰექტარის მიწის ნაკვეთი 2016 წლის მაისში აუქციონზე 6.3 მილიონ ლარად გაყიდა. ტერიტორიაზე ივანიშვილის ოფშორული კომპანია გოლფ კლუბსა და სასტუმროს აშენებს. პროექტი "პანორამა თბილისის" ნაწილია. 

კომენტარები