თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 72 წლის მამაკაცი მოკლეს.
სოფლის რწმუნებულმა ბონდო მიქაძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ნასვამმა ახალგაზრდამ თანასოფლელს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. ის წარსულში ნასამართლევია.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა ორი დღის წინ იმავე სოფელში დედა-შვილს სცემა. შსს-მ გამოძიება ამ საქმეზეც დაიწყო - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით.





