Twitter

Twitter რევოლუციურ ცვლილებას ტესტავს - 280 სიმბოლო, 140-ის ნაცვლად

წლების განმავლობაში Twitter აზრის მოკლედ გამოთქმას გვაძალებს, 140 სიმბოლოიან ლიმიტს ვერავინ გაექცეოდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩათვლით.

ახლა სოციალური ქსელი მომხმარებელთა მცირე ჯგუფშზე ახალ პირობებს ტესტავს. შესაძლოა, სიმბოლოების რაოდენობა გაორმაგდეს და 280-მდე გაიზრდოს. ეს ნიშნავს, რომ ამ სტატიის პირველი აბზაცზე ორჯერ დიდი ტექსტი შეგეძლებათ, რომ დატვიტოთ. კომპანიაში აღმოაჩინეს, რომ ასე უფრო მეტი ადამიანი წერს თავის სათქმელს, რადგან ზოგი ვერ ატევს 140 სიმბოლოში თავის აზრს.

ამ იდეას დიდი ხანია გულანთებული მომხრეები და მოწინააღმდეგეები ყავს. ამ უკანასკნელების დიდი ნაწილი უკვე შეეჩვია ლიმიტს და გადაწყობის პერსპექტივა არ ხიბლავთ.

კომენტარები