საკონსტიტუციო ცვლილებები

ინაშვილი: ჩვენმა სამივე დეპუტატმა ხმა "წინააღმდეგ" მისცა, გამოძიების დაწყებას ვითხოვ

რიგგარეშე სხდომაზე დამსწრე ჩვენმა სამივე დეპუტატმა ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ ერთი დეპუტატის ხმა, რატომღაც, ხელისუფლებამ მიითვისა და 117 მხარდამჭერს შორის აღმოჩნდა... გამოდის, რომ კომპიუტერული სისტემა მწყობრში არაა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ არასაიმედო სისტემით ხშირად, სხვა დროსაც ხდება კენჭისყრის შედეგების შეცვლა, მანიპულირება, გაყალბება, რაც გამოძიების საგნად უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, ვითხოვ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტის ირგვლივ. 

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს.

კომენტარები