საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: მთელი ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტი დესტრუქციულ როლს ასრულებდა

ირაკლი კობახიძე, გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ახალ კონსტიტუციასა და პრეზიდენტის როლზე ისაუბრა.

"ჩვენ 6 თვის განმავლობაში ვამზადებდით ამ დოკუმენტს და ამ დროს რამდენიმე დღეში მოგვიმზადეს პრეზიდენტმა და ე.წ 20-მა პარტიამ ახალი კონსტიტუცია. რომელ სიჩქარეზეა აქ საუბარი? რაც შეეხება ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერედად შენარჩუნებას, ამას ესაჭიროება ახალი კანონპროექტის ინიცირება და ეს პროცედურა აუცილებლად დაიწყება მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ერთი ალტერნატივა არსებობს და ამაზეც ყურადღებას გავამახვილებ - პრეზიდენტს შეუძლია ერთხელ მაინც შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ პროცესში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ის ასრულებდა დესტრუქციულ როლს ამ პროცესში. მას შეუძლია პირველად, ერთხელ მაინც შეასრულოს კონსტრუქციული როლი საკონსტიტუციო პროცესში. მას შეუძლია ვეტო დაადოს კანონპროექტს ზუსტად იმ დაპირების შესაბამისად, რომელიც ჩვენ მივეცით ვენეციის კომისიას. ვეტომ შეიძლება გაითვალისწინოს ბონუსის გაუქმება, ერთჯერადად ბლოკების დატოვება და ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ 2 კვირის თავზე ავამოქმედოთ დოკუმენტი, რომელიც იქნება მთლიანად შესაბამისობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. თუ ეს ასე არ მოხდა, ამ შემთხვევაში დაიწყება კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვის პროცედურა, რომელიც ძალიან მარტივად მივა ბოლომდე. საუბარია უმარტივეს ცვლილებებზე, რომელიც შევა კონსტიტუციაში ჩვენი ინიციატივის საფუძველზე."- თქვა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები