საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: მაჟორიტარული სისტემის გაუქმების პროცესი ჩიხში ოპოზიციამ შეიყვანა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

იმაში, რომ მაჟორიტარული სისტემა 2024 წლამდე არ უქმდება, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ადანაშაულებს. ამის შესახებ მან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თქვა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დასამტკიცებელი საკითხები წარადგინა. კობახიძის თქმით, პროპორციული სისტემის 2020 წლის არჩევნებისთვის ამოქმედებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზება ჩიხში ოპოზიციამ და მათმა არათანმიმდევრულმა მიდგომამ შეიყვანა.

„არასწორად ხდება ხოლმე რაღაც ფრაზების ციტირება და ინტერპრეტირება. არასდროს გვითქვამს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეჯერებული იყო 116 დეპუტატის პოზიცია. ჩვენ გავნაცხადეთ კომისიაში, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე და ეს უნდა გამხდარიყო დისკუსიის საფუძველი. მე დარწმუნებული ვარ, წარმატებითაც დასრულდებოდა ეს პროცესი იმ შემთხვევაში, ოპოზიციას რომ გამოევლინა თანმიმდევრული მიდგომა. როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიიდან ცვლილებების გამოვიდა ტექსტი, იქ ეწერა, რომ პროპორციული სისტემა 2020 წლისათვის უნდა ამოქმედებულიყო. სწორედ ამ პირობებში დატოვა ოპოზიციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო კომისია იყო კონსენსუსის გასაღები. რეალურად ეს ასე არ ყოფილა.იმ პირობებში, როცა გვეწერა საარჩევნო სისტემა 2020, მაშინ დაწერა ოპოზიციამ კომისია. ეს იყო გაუგებარი მოვლენა", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები