ირანი

როუჰანი: ირანი სარაკეტო შესაძლებლობების გაზრდის ნებართვას არავის სთხოვს

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი
Reuters

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ დონალდ ტრამპის გაეროში გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, რომ ირანი თავის სარაკეტო შესაძლებლობებს გაზრდის და ამისათვის ნებართვას არავის სთხოვს. "ჩვენ გავზრდით ჩვენს სამხედრო ძალას როგორც შემაკავებელს. ჩვენ გავზრდით ჩვენს სარაკეტო შესაძლებლობებს...ჩვენ საკუთარი ქვეყნის დასაცავად არავის ვთხოვთ ნებართვას." თქვა როუჰანიმ შეიარაღებული ძალების აღლუმზე გაკეთებულ მიმართვაში.

ირანული საინფორმაციო სააგენტო თასნიმის ცნობით ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტის შესახებ განცხადება გააკეთა , რომელსაც რამდენიმე ჭურვის 2,000 კილომეტრზე გადატანა შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა გაეროში თავის პირველ გამოსვლაში ირანის ატომურ შეთანხმებას ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ცალმხრივი ტრანზაქცია უწოდა და თქვა: "ჩვენ ვერ დავემორჩილებით ისეთ შეთანხმებას, რომელიც ატომური პროგრამის განვითარებას უქმნის საფარს"

კომენტარები