კრიმინალი

ისანში 48 წლის კაცი მოკლეს, დაკავებულია სამი ადამიანი

Getty Images

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 15 სექტემბერს, ისნის რაიოში, ურთიერთშელაპარაკების დროს 48 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა - განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთი და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ორი პირი უკვე დაკავებულია.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბრალდებულმა ი.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1969 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ა. და გ.ჩ- რუსთავში, ლ.ტ. კი - თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადეებნ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლებით).

კომენტარები