ტერორიზმი

ერაყში ISIL-ის თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

NASIRIYAH.ORG

ერაყში, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა, 91 კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნასირიაში მოხდა - თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს, მანქანაში აიფეთქა. აფეთქებამდე ტერორისტმა რესტორნის სიახლოვეს მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. 

დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, რადგან დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. 

ქალაქში, სადაც თავდასხმა მოხდა, შიიტი პილიგრიმები და ირანელები წმინდა ქალაქებში, ნაჯაფსა და კარბალაში გამგზავრების დროს, გზად სტუმრობენ. 

ეს ე.წ ისლამური სახელმწფოს ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა ერაყზე მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მომხრეებმა 2017 წლის ივლისში ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულიდან ჯიჰადისტები გააძევეს. ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში სამთავრობო ძალების წინაარმდეგ მარცხდებამ თუმცა სამიზნეების მიმართ განამადურებელი იერიშების მიტანას კვლავ ახერხებს. . 

კომენტარები