კრიმინალი

სასამართლომ კაცს, რომელმაც სტუმარი შეგინების გამო მოკლა, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ShutterStock

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. დამნაშავედ სცნო და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების მასალების თანახმად, მსჯავრდებულმა სტუმრად მყოფი ვ.მ სასიკვდილოდ შეგინების გამო გაიმეტა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე გ.ჩ. სტუმრად მივიდა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ვ.მ.-სთან, სადაც ორივემ ალკოჰოლური სასმელი მიიღო.

რამდენიმე საათის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გ.ჩ.-ს შელაპარაკება მოუვიდა ვ.მ.-სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შეაგინა.

განაწყენებულმა გ.ჩ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ვ.მ.-ს თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ბლაგვი საგანი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.მ. ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები