ორთაჭალაში, შუახნის მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. ავტომობილს, რომელშიც ცხედარი იპოვეს, ნატყვიარები ეტყობა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, რუსეთში კრიმინალური წარსულისთვის იძებნებოდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





