საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 20 325 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გამოუყო.
თანხა კანადაში, ქალაქ ოტავაში, კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის მშენებლობის ნაწილობრივ დაფინანსებას მოხმარდება.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის N1757 განკარგულებაშია ნათქვამი.





