ე.წ ციანიდის საქმე

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი დღეს, 12:00 საათზე გამოცხადდება

მარიამ ტარიელაშვილი/Fb.com

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენს დღეს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ელოდება, ხოლო ბრალდების მხარე, პირიქით, ფიქრობს, რომ სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამნაშავედ ცნობს. სასამართლომ საქმის განხილვა 1 სექტემბერს დაასრულა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლის მცდელობას ედავებიან. დეკანოზს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები