ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი: მარტო ყოფნა არ მომწონს

Vanityfair.com

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2016 წლის, დეკემბერში დაშორდნენ. ისინი ერთად 10 წლის განმავლობაში იყვნენ. ანჯელინა ჯოლიმ The Sunday Telegraph-თან დაშორების შემდეგ ცხოვრებაზე ისაუბრა.

"მარტო ყოფნა არ მომწონს" ამბობს ჯოლი. "ეს არ არის ის, რაც მე მინდოდა. არაფერია კარგი ამაში, პირიქით ეს რთულია."

2015 წელს ანჯელინა ჯოლიმ ძუძუს კიბოს ოპერაცია გაიკეთა. ინტერვიუში მან თავის ჯანმრთელობაზეც ისაუბრა.

"ხანდახან ჩანს, რომ მე ამ ყველაფერს ვძლევ, მაგრამ ეს ასე არ არის. ძალიან რთული წელი იყო. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, ამიტომ მე ყოველთვის უნდა ვაკონტროლო ის."

ჯოლისა და პიტს 6 შვილი ჰყვათ. ბავშები ჯერ-ჯერობით ანჯელინა ჯოლისთან იმყოფებიან.

"ხანდახან ვგრძნობ რომ ჩემმა სხეულმა დარტყმა მიიღო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ვიცინო იმდენი, რამდენიც შემიძლია" ამბობს ჯოლი. "ბავშები ჩვენს სტრესს გრძონებ, მაგრამ მათ ჩვენი მხიარულების გრძნობა ჭირდებათ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქიმიოთერაპიას იკეთებ, უნდა იპოვო უნარი რომ გიყვარდეს და გაიცინო."

კომენტარები