ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი: ბრედ პიტთან გაშორების მიზეზი ოჯახის კეთილდღეობა იყო

Variety

მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ გამომცემლობა Vogue-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ ისაუბრა. აქამდე ვარსკვლავური წყვილის გაშორების მიზეზი გასაიდუმლოებული იყო.

"გაშორების მიზეზი ჩვენი ოჯახის კეთილდღეობა გახდა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მე ახლაც შვილების კარგად ყოფნაზე ვარ კონცენტრირებული. ზოგიერთმა ჩემი დუმილით ისარგებლა და ბავშვებმა პრესის ფურცლებზე მრავალი ტყუილი იხილეს. ვახსენებ, რომ საკუთარი აზრი და სიმართლე გააჩნიათ. სინამდვილეში ჩემი ექვსივე შვილი ძალიან მამაცი და ძლიერი ახალგაზრდაა".

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის თერთმეტწლიანი ურთიერთობა 2016 წელს დასრულდა. წყვილს გაშორების შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია, რამაც საზოგადოებაში არაერთი ჭორი დაბადა. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, პიტს ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

კომენტარები