ანჯელინა ჯოლი

ვაინშტაინი ჯოლის ბრალდებას უარყოფს: წიგნის გასაყიდად მოგონილი სიცრუეა

Fox News

ანჯელინა ჯოლიმ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში გაიხსენა უსიამოვნო შემთხვევა, რომელიც 1998 წელს მოხდა.

ოსკაროსანი მსახიობის თქმით ფილმ Playing By Heart-ის გადაღებებზე ვაინშტაინმა სასტუმროს ნომერში "საქმიან შეხვედრაზე" დაიბარა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით თავს დაესხა. ჯოლიმ შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა და მას შემდეგ ვაინშტაინის არც ერთ ფილმში აღარ უთამაშია. 

"მისგან თავი შორს დავიჭირე და ახლობელ ადამიანებსაც იგივე ვურჩიე. ჩემმა მაშინდელმა ქმარმა, ჯონი ლი მილერმაც თავისი ქალი მეგობრები გააფრთხილა". – ამბობს ჯოლი.

ჯოლის სიტყვებს გამოეხმაურა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ვაინშტაინი, რომელიც ამჟამად 23-წლიან პატიმრობას იხდის. 

"თავს არასდროს დავსხმივარ, ვიმეორებ, არასდროს!! ეს არის სიცრუე, რომლითაც მსახიობი საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს. შენ ანჯელინა ჯოლი ხარ, პლანეტის ყველა კაცსა თუ ქალს შენდამი ინტერესი აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავს გესხმიან. ძალიან ნათელია, რომ ყველაფერს საკუთარი წიგნის პიარისთვის აკეთებს". – ამბობს ვაინშტაინი.

იმავე ინტერვიუში მსახიობმა ყოფილი ქმარი, ბრედ პიტი ვაინშტაინთან საქმიანი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის გაკიცხა. ჯოლის თქმით პიტმა მისგან იცოდა ვაინშტაინის დანაშაულის შესახებ და მიუხედავად ამისა უსახელო ნაბიჭვრებში მაინც ითამაშა. 

ჯოლის ახალი წიგნი Know Your Rights მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გამოდის. 

კომენტარები