ანჯელინა ჯოლი

ჯოლი: ვაინშტაინმა ჩემზე იძალადა, მიუხედავად ამისა, პიტი მასთან მაინც თანამშრომლობდა

Deadline

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან ურთიერთობის შესახებ გამოცემა The Guardian-ს ვრცელ ინტერვიუში ილაპარაკა.

ოსკაროსანი მსახიობის თქმით 1998 წელს, ფილმ Playing By Heart-ის გადაღებებზე ვაინშტაინმა სასტუმროს ნომერში "საქმიან შეხვედრაზე" დაიბარა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. ჯოლიმ შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა და მას შემდეგ ვაინშტაინის არც ერთ ფილმში აღარ უთამაშია. ინციდენტის შესახებ ყველაფერი იცოდა ბრედ პიტმა, თუმცა 2009 წელს უსახელო ნაბიჭვრებში თამაშს დათანხმდა - ტარანტინოს საომარი დრამის პროდიუსერი სწორედ ვაინშტაინი იყო.

"ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ამ ამბის გაგება, რა თქმა უნდა საშინლად ვიჩხუბეთ". – იხსენებს მსახიობი.

ჯოლის შემთხვევამდე ანალოგიური ძალადობის მსხვერპლი რამდენიმე წლით ადრე გახდა გვინეტ პელტროუ, რომელიც იმ პერიოდში პიტის მეგობარი ქალი იყო.

"სასტუმროს ნომერში ვაინშტაინმა ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. საშინელი გამოცდილება იყო. ბრედს ყველაფერი მოვუყევი. რამდენიმე დღეში ჰამლეტის პრემიერაზე აღმოვჩნდით სამივე. ბრედმა პროდიუსერი კედელთან მიაყენა და უთხრა, რომ მოკლავდა, თუ კი ოდესმე თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებდა". – ამბობს გვინეტ პელტროუ. 

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ერთმანეთი მისტერ და მისის სმიტების გადასაღებ მოედანზე 2005 წელს გაიცნეს. წყვილი 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამ დროისთვის სასამართლო "ბრანჯოლინას" ექვსი შვილის მეურვეობის საკითხს განიხილავს. ჯოლის თქმით მისი ყოფილ ქმარს ალკოჰოლთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ბავშვებისთვის საშიშია, პიტი ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფს.

 

კომენტარები