Game of thrones

როგორ ცეცხლს უშვებს ღამის მეფის დრაკონი Game of Thrones-ის ფინალურ სერიაში

hbocanada.com

Game of Thrones-ის ფინალური სერიის შემდეგ, სერიალის გულშემატკივრებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ღამის მეფის დრაკონის ცეცხლს ეხებოდა.

დრაკონმა ვისერიონმა პირიდან ლურჯი ალი გამოუშვა და კედელი დაანგრია. ამ ეპიზოდის შემდეგ, Got-ის სამყაროს მოყვარულებში მრავალი თეორია გაჩნდა იმის შესახებ თუ რას უშვებს ვისერიონი პირიდან.

მე-7 სერიის "The Dragon and the Wolf"-ის რეჟისორმა, ჯერემი პოდესვამ Huffington Post-თან ვისერიონის ცეცხლის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხები გასცა.

"როდესაც მე-6 სეზონის ფინალურ სერიაში სეპტა დაიწვა, ეს მწვანე ცეცხლი იყო. დრაკონს კი, ლურჯი ცეცხლი აქვს." თქვა პოდესვამ. "ის კვლავ ცეცხლია. მას აქვს უნარი, დაანგრიოს კედელი და დაადნოს თოვლი, მაგრამ მას ასევე ექნება განსხვავებული მაგიური თვისებები, რადგან ის მკვდრეთით აღმდგარ დრაკონს ეკუთვნის."

კომენტარები