უბედური შემთხვევა

ბათუმში გაზგასამართი სადგური იწვის - დაშავებულია 3 ადამიანი

Adjara TV

ბათუმში გაზგასამართი სადგური იწვის. ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ დაშავებულები სავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყებაში აღნიშნეს, რომ გამოძიება დაადგენს, ცეცხლი აფეთქებამ გამოიწვია თუ არა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

კომენტარები