სასაზღვრო პოლიცია

თურქეთის ორი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის დააკავეს

შსს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები