Game of thrones

ჰაკერები HBO-სგან $7 მილიონს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიებს გაავრცელებენ

HBO

1 აგვისტოს ჰაკერებმა HBO-ს სერვერებიდან 1.5 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია მოიპარეს. წინა კვირაში მათ Game of Thrones-ის მეოთხე სერია პრემიერამდე ინტერნეტში გაავრცელეს, დღეს კი მეშვიდე სეზონის მეხუთე სერიის სცენარი ინტერნეტში ატვირთეს. 

როგორც ირკვევა, ჰაკერები HBO-ს აშანტაჟებენ და კომპანიისგან $7 მილიონის გადახდას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი Game of Thrones-ის მეშვიდე სეზონის სერიების გავრცელებით იმუქრებიან. 

გავრეცელბული ინფორმაციით მათ სერიებთან ერთად Game of Thrones-ის მსახიობების პირადი მონაცემებიც მოიპარეს (ელექტრონული ფოსტები, მიმოწერა, ტელეფონის ნომრები და სხვა).

ჰაკერებმა ტელეკომპანიას სამდღიანი ვადა მისცეს.

HBO ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი 2015 წელსაც გახდა, როდესაც Game of Thrones-ის მეხუთე სეზონის პირველი 4 სერია ინტერნეტში მოხვდა.

Game of Thrones პირატული გზით ნახვადი ყველაზე პოპულარული შოუა. მეშვიდე სეზონის პრემიერა არალეგალური გზით მისი გამოსვლიდან რამდენიმე საათში 93-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

კომენტარები