სმარტფონი

Samsung-მა ახალი სმარტფონი Galaxy S8 Active წარადგინა


ფოტო: Samsung

სამხრეთ კორეულმა გიგანტმა Samsung-მა ახალი თაობის Galaxy S8 წარადგინა. ახალი მოდელის სახელია Galaxy S8 Active და Samsung-ის სხვა სმარტფონებისგან უფრო მყარი კონტრუქციით გამოირჩევა. სმარტფონის ახალი კონსტრუქცია სიმაღლიდან ვარდნის მიმართ უფრო გამძლე იქნება, რადგანაც მას გარედან სპეციალური "ბამპერები" აკრავს. ახალი მოდელის ღირებულება $850-დან იწყება.

Galaxy S8 Active-ს წინა მოდელთან შედარებით 33%-ით უფრო დიდი ზომის 4 მილი ამპერის მოცულობის ბატარეა აქვს. მისი პროცესორია Snapdragon 835, აქვს 4 გიგაბაიტიანი RAM-ი და 64 გიგაბაიტის მოცულობის მეხსიერება. მისი ეკრანის ზომა 5.8 ინჩია.

ახალი სმარტფონი გაყიდვაში 11 აგვისტოდან გამოვა.


ფოტო: Samsung

კომენტარები