სმარტფონი

რამდენ ხანს "იცოცხლებს" თქვენი სმარტფონის ელემენტი

flickr.com

სმარტფონების მწარმოებლების ინფორმაციით, თქვენი მობილურის ლითიუმის ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 500-600 დატენვის ციკლს შეადგენს. 

ყოველთვის როდესაც სმარტფონს ტენით ბატარეა დატენვის ციკლს გადის. ახალი სმარტფონების ბატარეის სიცოცხლისუნარიანობა ყოველდღიური დატენვის პირობებში ადეკვატურია დაახლოებით 1-1.5 წლის განმავლობაში, ამაზე უფრო დიდი ხნის შემდეგ ბატარეა უკვე იმდენადაა გაცვეთილი, რომ მისი გამოყენება არაპრაქტიკული ხდება.

დაახლოებით 250 დატენვის ციკლის შემდეგ თქვენი ბატარეა მისი პირვანდელი ტევადობის დაახლოებით 25%-ს კარგავს. 

წარმოდგენილი ჩარტი მოცემულია იმ შემთხვევისთვის თუ თქვენ სმარტფონის ბატარეა 0%-დაგყავთ და მას შემდეგ 100%-მდე ტენით. ასეთი პრაქტიკა ბატარეის უფრო მაღალ ცვეთას იწვევს ვიდრე ისეთი პრაქტიკა, როდესაც ბატარეას დენის წყაროში აერთებთ 20-25%-ის დროს და ის მაქსიმუმ 80-85%-მდე მიგყავთ.

ბატარეის ცვეთაზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტემპერატურა, ტენიანობა და მისი მოხმარების სიდიდე, ანუ ის თუ რამდენ ენერგიას გამოიყენებს თქვენი სმარტფონი. მაგალითად, გეიმინგის ან 4G ინტერნეტს უფრო მეტი ენერგია სჭირდება ვიდრე PDF ფაილის კითხვას.

Apple-მა აღიარა, რომ ის შეგნებულად ანელებდა ძველი თაობის iPhone-ების პროცესორებს, იმისთვის რათა ამ სმარტფონებს მეტი ენერგია არ მოეხმარათ და მათი ბატარეის ხანგრძლივობა მკვეთრად არ შემცირებულიყო. ამ ინფორმაციამ iPhone 6-ის მილიონობით მომხმარებლის გაბრაზება გამოიწვია, რადგანაც ისინი მათი სმარტფონის შენელებულ სიჩქარეს უჩიოდნენ.

კომენტარები