აგვისტოს ომი

ლინკევიჩუსი აგვისტოს ომზე: გაკვეთილი დღემდე ვერ ვისწავლეთ

Tomas Vinickas / DELFI

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წლის გასვლას გამოეხმაურა. 

"ცხრა წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი ომის შემდეგ. სამწუხაროდ, გაკვეთილი დღემდე ვერ ვისწავლეთ" - წერს ლინკევიჩუსმა Twitter-ზე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები