უბედური შემთხვევა

ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, მეორე - დაშავდა

ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა. 

როგორც ინტერპრესნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, მსუბუქი ავტომანქანა იმ კომპანიის თანამშრომლებს შეეჯახა, რომელსაც სოფელში ბუნებრივი აირის მილები გაჰყავს. 

შედეგად, 19 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მეორე თანამშრომელმა კი, თავის ტრავმა მიიღო და ის ქუთაისის ჰოსპიტალში მოათავსეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები