კრიმინალი

ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ბრალდებული ტაქსიში დააკავეს

ხელვაჩაურში, სოფელ სამებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული წუხელ, გვიან ღამით დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ნ.ლ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს" - აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები