კრიმინალი

სასამართლომ სავაჭრო ჯიხურის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

court.ge

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სავაჭრო ჯიხურის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურის ინფორმაციით, "დადგინდა, რომ 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 15:05 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით შეიარაღებული ბ.შ. თავს დაესხა ქ.ზუგდიდში, ზ.გამსახურდიას გამზირი N18-ში მდებარე შპს "საქართველოს ფოსტის" კუთვნილ სავაჭრო ჯიხურის გამყიდველს - ლ.რ-ს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით გასტაცა თანხა 800 ლარის ოდენობით".

სამართალდამცველებმა ბ.შ. 2017 წლის 19 მარტს, ქალაქ წალენჯიხაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა.

კომენტარები