ვენესუელა

ვენესუელაში არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერები დააკავეს

ლეოპოლდო ლოპესი
Reuters

ვენესუელაში, არჩევნების შემდეგ, ოპოციზიური პარტიის ლიდერები ლეაპოლდო ლოპესი და ანტონიო ლადესი დააკავეს.

ოპოზიციის ლიდერებისთვის ეს უკვე მეორე დაკავებაა. 2014 წელს, ლოპესსა და ლადესს ბრალი აქციების დროს აქტივისტების წაქეზებაში დასდეს ბრალი, რასაც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მოხდა. 

30 ივლისს ვენესუელაში ნაციონალური დამფუძნებელი კრების არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მმართველმა გუნდმა მოიპოვა, თუმცა მათ გამარჯვებას ვენესუელის მოსახლეობის დიდი ნაწილისგან აქციები მოყვა, რომელიც უკვე მესამე დღეა გრძელდება.

არჩევნების დღეს ვენესუელაში 11 ადამიანი მოკლეს. დაღუპულებს შორის არის სამი არასრულწლოვანია. საპროტესტო აქციებზე კი 96 ადამიანი დააკავეს. 

აღსანიშნავია, რომ გუშინვე, აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს სანქციები დაუწესა და შტატებში გახსნილი ყველა საბანკო ანგარიში გაყუინა.

კომენტარები