ჩრდილოეთ კორეა

პენტაგონი ჩრდ. კორეის მიერ კონტინენტშორისი რაკეტის გაშვებას ადასტურებს

KCNA

პენტაგონი, სამხრეთ კორეა და იაპონია ადასტურებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ 4 ივლისს ახალი კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. იაპონიის ინფორმაციით, რაკეტამ 3 000 კმ სიმაღლეზე 45 წუთის განმავლობაში იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა.

ამ რაკეტამ აქამდე გაშვებულ რაკეტებზე მეტხანს და მაღლა იფრინა.

ფხენიანი ამტკიცებდა, რომ 4 ივლისს პირველი კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს.

გაშვებული რაკეტის მოქმედების დიაპაზონი ჯერჯერობით დაუდგენელია.

კომენტარები