ე.წ. ქართველთა მარში

ბრეგაძე: ვემორჩილები პატრიარქს

KVIRA.GE

ე.წ. ქართველთა მარში ევროპული საქართველოს აქციის კონტრაქციას, სავარაუდოდ, აღარ მართავს. როგორც სანდრო ბრეგაძე ფეისბუქზე წერს, "მე ყოველთვის ვემორჩილები პატრიარქს!".

პატრიარქმა დღეს მათ აქციის ჩატარებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ასეთივე თხოვნა ჰქონდა ევროპულ საქართველოსთანაც, თუმცა, ისინი მსვლელობას მაინც გამართავენ. როგორც პარტიაში ამბობენ, "აქციის ჩატარებისგან თავი მათ უნდა შეიკავონ, ვინც 25 წლის გოგოს გაუპატიურებით ემუქრება". [ე.წ. ქართველთა მარშის წევრები 25 წლის ქალის კრიტიკას სწორედ ასეთი "გეგმით" შეხვდნენ].

ევროპული საქართველო აღმაშენებლის გამზირზე აქციას "არა რუსულ ფაშიზმს" დღეს, 20:00 საათზე მართავს.

კომენტარები