ე.წ. ქართველთა მარში

პატრიარქისთვის დაპირების მიუხედავად, ბრეგაძემ კონტრაქციაში მონაწილეობა მიიღო

ტაბულა

პატრიარქისთვის დაპირების მიუხედავად, ე.წ. ქართველთა მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ კონტრაქციაში მონაწილეობა მაინც მიიღო. ის აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ევროპული საქართველოს ორგანიზებული აქცია-მსვლელობა "არა რუსულ ფაშიზმს" მიმდინარეობდა და მისი "თანამებრძოლები", ბილწსიტყვაობის პარალელურად, პომიდვრებს, კვერცხებს, ცოცხებსა და ბოთლებს ისროდნენ.

ბრეგაძემ მანამდე ფეისბუქზე დაწერა, რომ "პატრიარქს ემორჩილებოდა" და კონტრაქციაში მონაწილეობას არ მიიღებდა. ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სოფელ სნოში კათალიკოსს ეწვია. მან ილია მეორესთან ფოტოც გადაიღო:


ფოტო: ლადო სადღობელაშვილი

კომენტარები