ე.წ. ქართველთა მარში

რუსთავი 2-თან შეკრებილმა "მარშელებმა" ოფისის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს

ლადო სადღობელაშვილი/Fb.com

ე.წ. "ქართველთა მარშის" აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. აღნიშნული ქმედებისთვის პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა. 

ქსენოფობიური და ჰომოფობიური კავშირის "ქართველთა მარშის" წევრებმა ახლა ქალაქის წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს.

აქცია ჰომოფობიის შესახებ მომზადებული გადაცემის "განსხვავებული აქცენტების" წინააღმდეგ იყო მიმართული.

კომენტარები