ე.წ. ქართველთა მარში

ე.წ. "ქართველთა მარშის" წევრებმა რუსთავი 2-ის შენობას ცოცხალი ქათმები ესროლეს

facebook.com/nati.qoqosadze

ე.წ. "ქართველთა მარშის" აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართულებით ცოცხალი ქათმები და პიროტექნიკა ისროლეს. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს.

ქსენოფობიური და ჰომოფობიური კავშირის "ქართველთა მარშის" წევრებმა ახლა ქალაქის წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს.

აქცია ჰომოფობიის შესახებ მომზადებული გადაცემის "განსხვავებული აქცენტების" წინააღმდეგ იყო მიმართული.

კომენტარები