ე.წ. ქართველთა მარში

ე.წ. ქართველთა მარშის წევრებმა მსვლელობის მონაწილეებს ცოცხები და ბოთლები ესროლეს

ტაბულა

ევროპული საქართველოს აქციის "არა რუსულ ფაშიზმს!" მონაწილეებს ე.წ. ქართველთა მარშის წევრებმა აღმაშენებლის გამზირზე ჩავლისას ცოცხები, პომიდვრები და ბოთლები ესროლეს. ასევე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. განსაკურებით აქტიური იყო ე.წ. პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე, რომელიც სიმაღლიდან ბილწსიტყვაობდა და პოლიციელთა არაერთი მოწოდების მიუხედავად, მიწაზე არ ჩადიოდა.

ე.წ. ქართველთა მარშის წევრებმა შუშის ბოთლით შუახნის ქალს თავი გაუტეხეს.

მარშის წევრებმა ვერ შეძლეს მსვლელობასთან მიახლოება, რადგან პოლიციის კორდონი რამდენიმე რიგად იყო ჩამწკრივებული.

კომენტარები