გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო. 57 წლის მამაკაცმა და 6 წლის ბავშვმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მათი ცხედრები უკვე იპოვეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





